ბიძინა ივანიშვილის წერილი

გოცირიძე: ივანიშვილის წერილის მთავარი შინაარსია, რომ საქართველო უნდა დაელოდოს

სინამდვილეში ამ წერილის მთავარი შინაარსი ამ განცხადებისა არის, რომ საქართველო უნდა დაელოდოს სანამ ცოცხალია, მის მიერ განსახორციელებლ საქმეებს. შვიდი წელი ხომ ველოდეთ ამ სიღატაკეში და უსამართლობაში, კიდევ 2030-მდე დაგველოდეთ, რადგან თურმე წინააღმდეგობა და ჯანსაღი კონკურენცია იწვევს უბედურებას, ქაოსს, თურმე ყველა იმ ადამიანს მათ შორის მეც ვიდექი ცხრა აპრილს იქ სამშობლოს სადარაჯოზე და ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, თურმე ეგოიზმი და საკუთარი ამპარტავნობა იყო წამოწეული წინა პლანზე და არა სამშობლოს სიყვარული. აი ეს არის მთელი მისი შეფასება 9 აპრილის მიმართ

ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ წერილზე.

კომენტარები