ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ხმები წინასაარჩევნოდ და ახლა ცდილობს ადამიანების გულის მოგებას, განსაკუთრებით სამეგრელოში. ისეთივე ყალბია ეს წერილი,როგორც ყალბი იყო მისი ვიზიტი ხიბულაში, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებაზე იყო ორიენტირებული. ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფინანსებდა გენერალ ლებედის წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც იმ სადესანტო დივიზიის მეთაური იყო, რომელიც არბევდა სასტიკად მშვიდობიან მომიტინგეებს 9 აპრილს, რა თქმა უნდა, ესეც უდიდესი ცინიზმია მისი მხრიდან და მას ჰგონია, რომ ადამიანებს უახლესი ისტორია ავიწყდებათ. არა, არ ავიწყდება ადამიანებს უახლესი ისტორია და ამ ცინიზმს წინასაარჩევნოდ ხმების მონადირების მიზნით ასეთი ეპისტოლეების გამოქვეყნებას დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები არ ირწმუნებენ მის გულწრფელობას და შესაბამისად არ მიიღებენ
ბიძინა ივანიშვილის წერილი
ბოკუჩავა ივანიშვილის წერილზე: ხმების მონადირების მიზნით გამოქვეყნებული ცინიკური ეპისტოლე
tbl.ge/3lt5
დაკოპირდა
ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ წერილზე.
ამავე თემაზე
- კალაძე: ივანიშვილის წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, დარწმუნებული ვარ, გაეცემა პასუხი
- დავითულიანი ივანიშვილზე: "ოცნებისთვის" ამხელა რესურსის ადამიანის ლიდერობა ფუფუნება იყო
- ივანიშვილი: სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს
- ივანიშვილი: ამ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება
- ივანიშვილი: ქართული ოცნების გუნდი იქნება დიქტატურის გამეორების შემაკავებელი, ჩამკეტი