ევროპული საქართველო

კაპანაძე ივანიშვილის წერილზე: ამორალურია 9 აპრილის პოლიტიკური გზავნილისთვის გამოყენება

ჩემი აზრით, ამორალურია, როდესაც 9 აპრილს იყენებ მსგავსი პოლიტიკური გზავნილისთვის. არ მგონია ეს სწორი იმიტომ, რომ 9 აპრილი იყო უნიკალური მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელმაც ერი გააერთიანა საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საერთო ღირებულებების ირგვლივ. ამას რომ იყენებ იმის სათქმელად, რომ 2012 წლის ოქტომბერში 9 აპრილი განმეორდა იმიტომ, რომ შენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიგო არჩევნები, უბრალოდ, მორალურად არასწორი მგონია, თუმცა ეს მის სინდისსა და მორალზე იყოს. 

ამ წერილიდან ორი მთავარი რამ ჩანს: 

ერთი ის, რომ ეს თვითმკმაყოფილება, რომელიც ივანიშვილს ახასიათებს და რომელიც ნელნელა ხასიათში ეზრდება, რომ ყველაფერი არის კარგად, რომ თუ რამე პრობლემა არის, ეს სხვების ბრალია და თურმე ქართულმა ოცნებამ მაქსიმუმი გააკეთა. ენა როგორ მოუბრუნდა, ან კალამი, ან კლავიატურა ამის სათქმელად, რომ მაქსიმუმი გააკეთა ქართულმა ოცნებამ ეკონომიკის კუთხით. 

მეორე არის წინასაარჩევნო გზავნილი იმიტომ, რომ ახლა ქართულ ოცნებას აქვს ორი მნიშვნელოვანი არჩევნები და ეს გზავნილი არის ის, რასაც ივანიშვილი ამ კამპანიაში გამოიყენებს, რომ იცით, რა, რაღაც პრობლემები არის, მაგრამ წინ ხომ მივდივართ ნელნელა, ყველაფერი ჩვენი ბრალი არ არის და მოგვეცით კიდევ შანსი. ეს არის გაკოტრებული ხელისუფლების გზავნილი, რომელიც ვერაფერ ახალს ვერ სთავაზობს მოსახლეობას და სთავაზობს მოთმინებას

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ტვ პირველის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ წერილზე საუბრობს.

კომენტარები