ბიძინა ივანიშვილის წერილი

ხუხაშვილი ივანიშვილის წერილზე: თუ უნდა რომ გვიყვარდეს, სჯობს ლექსების წერაზე გადავიდეს

ისტორიის გადაწერის საკმაოდ უხარისხო მცდელობაა ეს წერილი. წყალი იყო, არაფრის მთქმელი იყო ეს წერილი. წინააღმდეგობრივია იმ ნაწილში სადაც ის ლაპარაკობს საზოგადოების გაერთიანებაზე და წარსულის დავიწყებაზე ერთის მხრივ და მეორე მხრივ მთავარი პოლიტიკურ იარაღად ისევ სისხლიანი 9 წელი აქვს მომარჯვებული. იქ სადაც ლაპარაკობს დიქტატორის გამოძახებაზე. ის ხშირად საუბრობს, რომ ამ დიქტატორს ხშირად აფინანსებდა წლების განმავლობაში და სიამაყით საუბრობს ამაზე და თუ ასეთი დიქტატორი და სისხლისმსმელი იყო სააკაშვილი, მაშინ ასეულობით მილიონობით დოლარს რაში უხდიდა ამ ადამიანს. მას უნდა რომ გვიყვარდეს და ძალიან წუხს იმაზე რომ არ გვიყვარს. თუ უნდა რომ გვიყვარდეს, მაშინ სჯობს ლექსების წერაზე გადავიდეს პირდაპირ. სიყვარულის ბუშტი გასკდა, გაუსკდა. 7 წელი პაემანზე დადიოდა და 7 წლის მერე დარწმუნდა რომ მას უყვარს დამოუკიდებელი საქართველო. კარგი იქნებოდა მარილი რომ მოეყარა ცოტა, თვითკრიტიკული რომ ყოფილიყო. ის არ ცნობს თვითკრიტიკას და ეს ფაქტობრივად აი ამ ყველაფერს ძალიან აუფასურებს. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტვ.პირველთან ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ წერილს ეხმაურება.

კომენტარები