ბიძინა ივანიშვილის წერილი

სააკაშვილი ივანიშვილის წერილზე: შემთხვევით ეშმაკი სოლოლაკის მთაზე ხომ არაა წამოსკუპებული?

ხან ზვიად გამსახურდიათი სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტრით, ბადრი პატარკაციშვილით, ხან ზურაბ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს გმირებს.

ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. ახლა მინდა გკითხოთ საღად მოაზროვნე ქართველებს - აბა, გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს ლებედს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში, 9 აპრილის შემდეგ? შეიძლება, ეშმაკი ეწოდოს, ხო? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაჩერა? შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც ჩაიგდო საქართველოში პრაქტიკულად ყველა ბიზნესი ხელში, გახდა ქვეყნის მთავარი მევახშე, ყველა ბანკი პრაქტიკულად მის ხელშია, ასობით ათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააგდო ქვეყნიდან, შემთხვევით ეშმაკი ხომ არა? რა ჰქვია იმ არსებას, ვინც რომან შამათავას ალპობს ციხეში, იმ დროს, როცა აფხაზეთში ხალხს გვიხოცავენ, ვინც ციხეში ჩასვა 2008 წლის ომის გმირები ფარული ჩანაწერების ჩადებით, ვინც დაახოცინა ჩვენი სპეცრაზმელები, შემთხვევით ეშმაკი ხომ არ არის?

ბოლოს და ბოლოს, ვინ იქცევა ეშმაკივით? შემთხვევით ის არსება ხომ არა, რომელიც ხეებს ჯერ გლეჯს, ანადგურებს, მერე ეხუტება და ყველაფრით არის ამ ხეებთან დაკავებული და ათასგვარ რიტუალებს ასრულებს, შემთხვევით, რაღაც ეშმაკისეული ხომ არ დაკრავს ამ ყველაფერს?

საბოლოო ჯამში, შემთხვევით ეშმაკი 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს, სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული და ხომ არ დაყურებს ქართველ ხალხს ზემოდან?

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს ვიდეომიმართვით ეხმაურება. ივანიშვილის წერილის მიხედვით, "მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ. ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ "ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს".

კომენტარები