ბიძინა ივანიშვილის წერილი

ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის წერილში აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული

ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ.

კომენტარები