9 აპრილი

ქობულია: 9 აპრილს მოედანზე არა, მაგრამ მთელი ჩემი სულით და გულით ამ ხალხის გვერდში ვიყავი

დღეს გავიდა 30 წელიწადი და ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ის წვლილი და ის, რომ ამ ხალხმა სიცოცხლის ფასად დაიცვეს ეს იდეა, რომელიც რეალობად იქცა და რომელშიც დღესდღეობით ჩვენ ვცხოვრობთ, ქვეყანაში, რომლის შედეგიც არის ეს ნაწილობრივ და ალბათ ძალიან დიდწილადაც. იცით, მე ვიყავი საქართველოში და რა თქმა უნდა, მართალი, რომ გითხრათ, მე არ ვიყავი ამ მოედანზე იმ დღეს, მაგრამ მე ვიყავი საქართველოში და მე ვიყავი მთელი ჩემი სულით და გულით, რა თქმა უნდა, ამ ხალხის გვერდში

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ 9 აპრილის მემორიალთან თქვა

კომენტარები