ივანიშვილი: ზოგიერთისგან იყო მცდელობა, დაგვერბია სასამართლო და პროკურატურა

ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული სასამართლო და პროკურატურა მივიღეთ. დღესაც პროკურატურაში პროკურორები არიან ადეიშვილის მიერ დანიშნული პროკურორები და სასამართლოშც ნახევარზე მეტი, ძალიან ბევრი ახალი მოსამართლე აირჩა ბოლო პერიოდში, გახლავთ ადეიშვილის დროს დანიშნული მოსამართლეები. კიდევ ერთჯერ შევახსენებ ჩვენი გუნდის წევრებსაც და საზოგადოებასაც: როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ზოგიერთისგან იყო მცდელობა, რომ დაგვერბია სასამართლო და პროკურატურა, როგორც ეს ქნა სააკაშვილმა, მაგრამ არც ამის რესურსი იყო და არც ამის ნება - ეს ისევ მოჯადოებულ წრეზე გვატარებდა. ჩვენ გავაკეთეთ ღირსეული და ძალიან სწორი არჩევანი და ჩვენ მივეცით სასამართლოს გამორკვევის საშუალება. რაც მთავარია, ხუთი წლის განმავლობაში არავის ახსოვდა სასამართლო და არავინ შფოთავდა ამაზე. 

5 წლის განმავლობაში არავის ახსოვდა სასამართლო და არავინ განიცდიდა და შფოთავდა. 5 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გარდასახვა მოახდინა ჩვენმა სასამართლომ და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ სწორი პოზიცია ავირჩიეთ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმინსტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები