ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: თუ ემოციებს სჭარბობს განსჯა და რაციონალიზმი გარე მტერი ვერაფერს დაგაკლებს

როდესაც თვითონ ერი, საზოგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას გარე ძალები ამ შემთხვევაში ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ მოახერხონ და დააზიანონ ქვეყანა. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენივე გამოუცდელობით მოვახერხეთ ყველაზე მეტი ამ პერიოდში, 21 წელში, რასაც ახლა განივიხილავთ. პრაქტიკულად დავანგრიეთ ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს, იმის შემდგომ ჩვენ მოვახერხეთ და 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ. უამრავი დევნილი მივიღეთ და ძალიან დანგრეული ეკონომიკა. საგარეოზე და გარე მტერზე ამის მიბრალება ალბათ არასწორი იქნება. შემიძლია გადაწყვეტით გითხრათ, რომ დღეს არანაკლებია მცდელობები გარედან მაგრამ თუ შიგნით ხელისუფლება საზოგადოებასთან ახერხებს ერთად შეთანხმებას ძირითად ფასეულობებზე, თუ ემოციებს სჭარბობს განსჯა და რაციონალიზმი, და ამის მაგალითი გახლავთ რომ მეშვიდე წელიწადია ჩვენ სტაბილურად ვახერხებთ ყველა მიმართულებით განვითარებას, გარე მტერი ვერაფერს ვერ დაგაკლებს. ყველაზე დიდი პრობლემა, ჩვენს ისტორიასაც თუ შევხედავთ, იყო შიდა ღალატი და შიდა შეუთანხმებლობა და ერთმანეთთან გაურკვევლობა. თუმცა, იყო მტრების შემოსევაც, რასაც შინაური ერთობაც ვერ უძლებდა, ასეთი წლებიც გვახსოვს ისტორიაში, მაგრამ ამ შემთხვევაში და წინა შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ 21 წელს განვიხილავთ და დღევნადელობასაც, საჭიროა მახვილი გონებით კარგად გავიაზროთ ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოვახერხოთ რეფორმების გატარება.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკოპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

კომენტარები