ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: კვირიკაშვილთან უთანხმოება და უკმაყოფილებაც UNICEF-ის კვლევების გამო იყო

კვირიკაშვილთან ჩემი ძირითადი უთანხმოება რაც მოხდა და უკმაყოფილებაც UNICEF გამოქვეყნებული კვლევები იყო სადაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ღარიბი ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გარკვეულ დროს არ შემოიღო გარკვეული რეგლამენტაციები. ამასთან ერთად ეს იყო სავალუტო ფონდის მიერ მინიშნებული და მითებული ეს რეგლამენტები და მეც ძალიან ვაქტიურობდი ამ ფონზე. ეს იყო ჩვენი განხეთქილების მიზეზი და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ყოფნის პროცესში და პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა...ვისარგებლებ შემთხვევით და შევახსენებ მათ, ვინც არჩევნების პერიოდში ჩაგვიწერეს ნაკლად რომ 600,000 ადამიანს სესხი ავუნაზღაურეთ, რომ ეს დაიწყო მაშინ, გაცილებით ადრე და არავითარ კავშირში არ იყო ამომრჩეველთან.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკოპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

კომენტარები