ივანიშვილი ანაკლიაზე: ხაზარაძემ გაიხსენოს, როცა კაპიტალთან შორს იყვნენ 70 მილიონს ვჩუქნიდი

ინტერესია ერთი მხოლოდ, რომ ეს [ანაკლიის] პორტი აშენდეს. და თუ ამ პორტს ააშენებს კერძო ბიზნესი ეს იქნება ძალიან მისასალმებელი სახელმწიფოს მხრიდან. მე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ვარ დღეს. ეს ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი დიდი პროექტია. ჩვენ ძალიან დიდ ფულს ვხარჯავთ, იცით, ინფრასტრუქტურაში. თუ ამას კერძო ბიზნესი გააკეთებს და დამატებით სახელმწიფოს არ მოუწევს კიდევ 600 მილიონის კრედიტის მოზიდვა ეს არის მისასალმებელი და მე ეს რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი და მადლობაც გადამიხდია ხაზარაძისთვის და გუნდისთვის, თუ ესენი ამას მოახერხებენ, რასაც მე ვუხატავდი, რომ ძალიან რთულია ამ პროექტის გაკეთება. ბიზნესმენი მოგებაზე ზრუნავს მუდამ და ამ პორტის მომგებიანობა ძალიან რთულია, შეიძლება 30, 40, მეტი წელი დასჭირდეს იმისთვის, რომ რეალური მოგება მიიღოს ბიზნესმენმა. როგორც წესი სახელმწიფოები აქტიურად მონაწილეობენ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და დღევანდელი სახელმწიფოს როლიც რომ ნახოთ ძალიან აქტიური და პოზიტიურია, კაპიტალში მონაწილეობა გნებავთ, ინფრასტრუქტურის მოწყობა გნებავთ, ყველაფერში მივყვებით, ყველაფერში მაქსიმალურად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება, რომ როგორმე მათ მოახერხონ და დღესაც ამას ვისურვებდი...პროექტი არის მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის და თუ ვერ გააკეთებს კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მოუნდება...ხაზარაძეს შეუძლია გაიხსენოს, რომ როდესაც ისინი კაპიტალთან ძალიან შორს იყვნენ 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ მეთქი.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკოპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

კომენტარები