ვარკეთილის მეტრო

კალაძე: ერთი წელი გავიდა და ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია

ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა, რომ საზოგდოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო ასევე ავტობუსები იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. მოწესრიგებული იყოს მეტროს სადგურები. ამდენი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროს სადგური ვერ გავაკეთეთ, გარკვეული პრობლემების გამო. ხან პროექტი არ ვარგა, სირცხვილია უბრალოდ, ხან არის ტენდერი ვარდება, ამიტომ ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ პირდაპირი შესყიდვები, იმიტომ რომ ამას საზოგადოება უყურებს, ერთი წელი გავიდა ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია და სირცხვილია, იმოქმედეთ რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებულები რომ ვიყოთ.

მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეეებს.

კომენტარები