ქართული ოცნება

ზოიძე ივანიშვილზე: ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია

ძალიან მრავალფეროვანი არის ის საქმიანობა,რასაც ეწევა, მე ვიტყოდი, ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი პიროვნულად და ისევე, როგორც "ფონდი ქართუ" რომელიც ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს ამ ქვეყანაში და ამის გაუკუღმართებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები. თითქოს პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ მილიარდობით დოლარის ქველმოქმედების ასე ვთქვათ ჯეროვანი გაშუქება და დაფასება მოხდეს, პირიქით ხდება ამის შეტრიალება თითქოს, რაღაცა ხდება ხალხის ხარჯზე გამდიდრება და ა.შ. ჯანსაღი ოპონირება იდეებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, ეროვნულ იდეასთან დაკავშირებით რაც მედიაში საერთოდ არ ხდება, არც საზოგადოებაში საერთოდ არ ხდება, საჯარო სივცეში. იმაზე კი არ ვმსჯელობთ, რომელია ჩვენი ეროვნული იდეა, არამედ კამათი მიდის - მე მინდა ვიყო უფროსი და მე მინდა ძალაუფლება და მე არ მინდა ძალაუფლება.

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

კომენტარები