ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ვოლსკი: ივანიშვილმა არ იცის სიმართლეზე გვერდის ახვევა, შელამაზება, პოპულიზმს არ მისდევს

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ეს არის ხალხისთვის მოცემულობის შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდება. საზოგადოებამ ახლა უნდა გადაწყვიტოს სად არის სიმართლე. რასაკვირველია, მე ვიზიარებ იმას, რასაც ამბობს ამ შემთხვევაში სასამართლო თემასთან დაკავშირებით, რასაც ამბობს ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებით. ბევრ ნიუანსთან დაკავშირებით და იმიტომაც ვდგევარ ამ პოზიციაზე. მივესალმები იმას რომ არასდროს ბიძინა ივანიშვილმა არ იცის სიმართლეზე გვერდის ახვევა, შელამაზება, პოპულიზმს არასდროს არ მისდევს და მე ვფიქრობ რომ ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ. თუ სხვა აზრი აქვს ეკა ბესელიას, იმიტომაც არ ვართ ერთად. 

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები