ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

სანიკიძე: ჩცდ-ში არის გმირი, ბაქარ ორჯონიკიძე, რომელშიც ივანიშვილმა საკუთარი თავი ამოიცნო

ჩვენ გვაქვს ფსიქიკურ აშლილობასთან საქმე. აქ პოლიტიკურ დებატებზე არ არის საუბარი, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიმართოს სპეციალისტებს. მას აქვს გაგანია პარანოია, მედიცინაში ძლიერი არ ვარ, მაგრამ რაღაცები გაგვიგია ხო? ამის პირველი ნისანი არის ის რომ არასდროს პარანოიკი არ არის დამანაშავე. დამნაშავეა ყველა, სულიერი, უსულო, ადამიანი ცხოველი, ნივთი, სამყარო კოსმოსი მასთან არის დამნაშავე. აი ეს გამოსჭვივის და ამიტომ დროზე არის მისახედი. მე მოვუწოდებ მის გარშემო ვინც არიან მისი მოკეთენი, რომ დროზე სპეციალისტი მიუყვანონ ან თვითონ მიიყვანონ. ეს არის სახიფათო ქვეყნისთვის და იმიტომ ვლაპარაკობ მე, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი მართავს ქვეყანას და მართავს აბსოლუტურად. 100 პროცენტით უაპელაციოდ და ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს და უფრო სერიოზული ელოდება და მივაჩერდეთ ახლა ეს როდის დაიწყებს ქუჩაში ქვის სროლას კიდევ, რომ დავრწმუნდეთ რომ ჭკუაზე აღარ არის. აქვს უკვე მრუდე ლოგიკა აქვს. თურმე ქვეყანაში ყოფილა უმუშევრობა იმ გაგებით რომ ჩვენ ახალგაზრდები ევროპაში უნდა გავრეკოთ. დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა ქვეყანა და ეს დაცლას აპირებს ქვეყნის და მერე სერიალების გავრცელებას და სერიალების გავრცელებას ისტორიის შესახებ. იმიტომ რომ არ მოსწონს ქართული სერიალები. გამორიცხვის მეთოდით, რამდენი ქართული სერიალი გადის? გადის ერთი, ჩემი ცოლის დაქალები, იქ არის ბაქარ ორჯონიკიძე, სადაც თავის თავი ამოიცნო და ამიტომ არის ცუდ ხასიათზე. ამიტომ გადაწყვიტა რაღაც ისტორიული თემატიკით ჩაანაცვლოს. 

გუბაზ სანიკიძე ტვ.პირველის ეთეში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს.

კომენტარები