შაქარიშვილმა ოცნება დატოვა

"ფასეულობების და ღირებულებების გაუკუღმართება ხდება" - შაქარიშვილი ოცნებიდან მიდის

ბოლო პერიოდში სახეზე გვაქვს მორალური ფასეულობების გადახედვის უხეში მცდელობა. მოსამართლეების და ზოგადად სამართლიანობის საკითხთან დაკავშირებით, სამართლიანობა ბევრ რამეს მოიცავს. გაუკუღმართება ხდება ფასეულობების და ღირებულებების, ისტორიის გადახედვის მცდელობა არის. იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში უთანასწორო ბრძოლაში შუეპოვრად იბრძოდა, იმ ადამიანებს უჭკუოს ეძახიან და ნაციონალებად მოიხსენიებენ. მურუსიძე-ჩინჩალაძე სამართლიანობის ეტალონად გამოჰყავთ. ქართული ოცნება აღარ არის ეს, ეს არის მურუსიძის ოცნებების ახდენის ასპარეზი. ამიტომ ეს ასპარეზი უნდა დაირღვეს და შეიქმნას ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც ახალგაზრდა ადამიანების, სხვადასხვა თაობების კონსოლიდაციით შეიქმენბა ისეთი პოლიტიკური ველი, სადაც მედროვე და მოძალადე ადამიანები კი არ ფასდებიან, არამედ პრინციპული, ღირსეული, კონპეტენტური და სამართლიანი ადამიანები

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა უმრავლესობა და ქართული ოცნება დატოვეს.

კომენტარები