დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: შაქარიშვილის და ჯიშკარიანის პროტესტი ჩემთვის ძალიან ბუნებრივია 

ეს არ იყო მოულოდნელი. შეუძლებელია რომ ეს ორი ახალგაზრდა[ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი], რომელიც წარმოადგენს მათ შორის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, როდესაც აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების, მათი მხარდამჭერების თუ შემქმნელების, ამიტომ მათი პროტესტი არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი

დეპუტატი ეკა ბესელია ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის უმრავლესობიდან წასვლას ეხმაურება. უმრავლესობა და ქართული ოცნება ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა დღეს დატოვეს. შაქარიშვილი მიზეზად, ოცნებასთან ღირებულებით და ფასეულობით უთანხმოებას ასახელებს. ისინი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" უერთდებიან.

კომენტარები