მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოში

კახიძე ევროპარლამენტარების კითხვებზე: სააშკარაოზე გამოვიდა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში

[მამუკა ბახტაძისადმი ევროპარლამენტარების კრიტიკული კითხვებზე] საერთაშორისო საზოგადოებაც უკვე არის სრულად საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რაც ხდება ქვეყანაში. ხელისუფლება თუ აქამდე ახერხებდა სიტუაციის ისე წარმოჩენას, რომ თითქოს აქ არის პროგრესი, თითქოს წინსვლა გვაქვს დემოკრატიის მიმართულებით ან არჩევნებს კარგად ატარებენ, ან ოპონენტებს არ დევნიან და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას ატარებენ, სინამდვილეში ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიდა, ნიღაბი ჩამოეხსნა. ევროპარლამენტარების შენიშვნები, რა თქმა უნდა, არის ძალიან ნიშანდობლივი. საქართველოს ხელისუფლებას, თუ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა უნდა შესრულდეს, რომ ჩვენ ევროპას უფრო მეტად დავუახლოვდეთ, მოუწევს ამ პრეტენზიების გათვალისწინება. მოუწევს უკეთესი არჩევნების ჩატარება. მოუწევს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. მოუწევს ნაბიჯის გადადგმა სასამართლოს რეფორმისკენ

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე ტვ პირველის ეთერში საუბრობს ევროპარლამენტარების მიერ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისთვის დასმულ კითხვებზე. ევროპარლამენტარებმა ბახტაძეს ევროსაბჭოში გამოსვლის დროს ისეთ საქმეებზე ჰკითხეს, როგორიც არის ია კერზაიას საქმე, აფგან მუხთარლის საქმე და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი.

კომენტარები