მათიკაშვილი: მომეცით საშუალება, რომ TI-ის სანდოობაში ეჭვი შევიტანო

მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის პოზიცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ მიმართებაში სანდოობის კუთხით, მომეცით საშუალება, რომ შევიტანო ეჭვი. კიდევ ერთხელ დავიტოვებ ეჭვის საფუძველს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევები არ იყოს მართალი. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ისედაც ბევრს აკეთებს. ის ვალდებულია, რომ ებრძოლოს, მაქსიმუმი გააკეთოს ამისთვის და სხვათაშორის, მათ შორის საქართველოს პარლამენტში ხდება საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება, რომელიც არის აუცილებელი ამ მიმართულებით, პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრობს. მათიკაშვილის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევაში, რომელიც კორუფციას და ანტიკორუფციულ პოლიტიკას ეხება და რომელიც TI-ის დაკვთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა

კომენტარები