ზოიძე: არც ისე ცუდ არის საქმე, როგორც ხშირ შემთხვევაში ამას TI-ის ანგარიშები წარმოაჩენს ხოლმე

კორუფციისა და ნეპოტიზმის თითოეული ფაქტი ძალიან საყურადღებოა, მაგრამ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ხოლმე ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშები. ზოგჯერ რაღაც პოლიტიკურ ოპონირების რეჟიმს გავს ის, რა რეჟიმითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ანგარიშებს აქვეყნებენ და როგორი ფორმით ხდება ამ რეკომენდაციების წარდგენა. ხალხს აღქმა აქვს, რომ ნეპოტიზმი არის ფართოდ გავრცელებული. პირველ რიგში ეს არის მიმართულება, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან, მაქსიმალურად უნდა მოხდეს კონცენტრაცია. საჯარო სამსახურში ადამიანების მიღება ხდება ღირსებით, პროფესიონალიზმითა და არა ვიღაცის ნათესაური კავშირით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეს მენტალიტეტი შეიცვალოს. ამ კუთხით სამუშაო ნამდვილად ბევრია

ქართული ოცნების წევრი აკაკი ზოიძე TI-ის კვლევის შესახებ. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევაში, რომელიც კორუფციას და ანტიკორუფციულ პოლიტიკას ეხება და რომელიც TI-ის დაკვთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. ზოიძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები