ქართული ოცნება იგივე საყრდენებს დაეყრდნო, რასაც ნაციონალური მოძრაობა ეყრდნობოდა. მინდა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას ჩამოსცილდეს ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს.
ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მოუგო - ეს არის ფაქტი. ნდობა ხომ არ გექნება პარტიის, რომელიც არჩევნებს ვერ იგებს და რომც მოიგოს, გამარჯვების სიხარული მე რატომ უნდა გავიზიარო, ესეც აღარ ვიცი - ამიტომ ერთი ძალაუფლებიდან უნდა წავიდეს და მეორე - ვერ მობრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა.