საარჩევნო სისტემა

ხოშტარია საარჩევნო სისტემაზე: არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა მიიტაცოს ხელისუფლება

პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა არის მთავარი ინტერესი რაც დღეს აქვს ქართულ საზოგადოებას. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, არც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არც ერთმა ცალკე აღებულმა პოლიტიკოსმა არ მიიტაცოს ხელისუფლება. ეს იქნება ხალხისთვის მთავარი გარანტი იმისა, რომ მათ მოუწევთ ხალხის ინტერესებზე ფიქრი და არა საკუთარ ძალაუფლებასა და კეთილდღეობაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან", ელენე ხოშტარია საარჩევნო სისტემაზე საუბრობს. არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ბლოკი ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.

კომენტარები