ვატო შაქარიშვილი

შაქარიშვილი: გვყავს მედროვე და სააკაშვილის-ადეიშვილის ჯალათების ასპარეზად ქცეული "ოცნება"

არის დიდი უნდობლობა. საზოგადოება ფაქტობრივად არჩევანის გარეშეა დატოვებული. ერთის მხრივ ჩვენ გვყავს მოძალადე პოლიტიკური პარტია, რევანშს მოწყურებული პოლიტიკური პარტია და მეორეს მხრივ მედროვე და სააკაშვილის-ადეიშვილის ჯალათების ასპარეზად ქცეული ქართული ოცნება. სამწუხარო რეალობაა ესეც. ეს აღარ არის, მეგობრებო, ქართული ოცნება, ეს გადაიქცა რეალურად მურუსიძის, ჩინჩალაძის და ზარდიაშვილის ოცნებების ახდენის ასპარეზად.

რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მსჯელობიდან და პრიორიტეტებიდან არის გამქრალი ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ისევე არის გამქრალი, როგორც გაქრა ამ პრობლემებზე საუბარი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუში. ზოგადად, სამთავრობო პრიორიტეტის დონეზე არის აყვანილი მურუსიძის, ჩინჩალაძის და ზარდიაშვილის, უკაცრავად, გაპრავება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

[...] ასე, რომ ეს გზა ჩვენ ყველანი შევთანხმდებით, რომ ტაძრამდე არ მიდის და სწორედ ამაზე შეშფოთებამ მოგვიყვანა ჩვენ სულ ყველანი ამ დარბაზში.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი დავით მაღრაძის მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები