ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: მივმართავ უსუსურ ოპონენტებს - ნუ ექნებათ საზოგადოებაში შუღლის შემოტანის იმედი

ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, მათ წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ჩვენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მივმართავ, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენ, ჩვენი გუნდი ამას არ დავუშვებთ და ამ არჩევნებზე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩვენს კანდიდატს წარმატებებს, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენაზე გააკეთა.

კომენტარები