კახაძე: დღეს ოჯახი სამიზნეა, ოჯახს ურტყამენ, გარედან, შიგნიდან. ლიბერალური ფრთა ურტყამს

1994 წლის ბოლოს, 95 წლის არჩევნებისათვის მე ვიყავი ერთ გაერთიანებაში, რომელსაც სახელად ერქვა "ოჯახთა აღორძინების კავშირი". ეს ისტორიაში არ წერია და ბევრმა ეს არ იცის. მაგრამ ახლა სულ ვფიქრობ, ვის ეცალა მაშინ ოჯახისთვის. დღეს პირიქით, ოჯახი სამიზნეა, ოჯახს ურტყამენ, გარედან, შიგნიდან. ლიბერალური ფრთა ურტყამს. მე ლიბერალებთან ჩემი ურთიერთობა მაქვს. მე მათ გარკვეულწილად ვაძლევ შანსს, რომ შემოვიდნენ ჩემს ველზე და ბევრ რამეს ვღებულობ. თავისუფლება ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ზუსტად თავისუფლება არის, რომ შენ ბევრ რამეს გიკრძალავს... ყველგან არის ლიბერალური ფრთა. მე ყველა ლიბერალს ვეუბნები: თქვენ ხართ კონსერვატორების შვილები. მარტივ მაგალითს მოვიყვან: წყალში, ზღვის სანაპიროს ზოლში გარკვეულ სიღრმეზე შეგიმჩნევიათ ტივტივა. ის მოძრაობს. ტალღებს მიყვება მოყვება, მაგრამ გარკვეულ ზონაში. არის მანიშნებელი, რომ იქით საფრთხის ზონაა, იქით არის სიფრთხილე. ტივტივაა მთავარი? თუ ის ძირში დამაგრებული არ არის. და თუ ის გადაჭერით, ტალღამ შეიძლება ტივტივა 200 მეტრზე წაიღოს.

"ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ PalitraNews-ის ეთერში ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები