ილია მეორე

ილია II: ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე

დღევანდელი კვირა არის მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს. მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა და დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ ის იორდანეს მდინარეზე ფეხით გადადიოდა, როგორც დედამიწაზე. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მარიამ მეგვიპტელს, რომ მოგვცეს მშვიდობა, მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს.

ეს განცხადება საქართველოს კათალიკოს-პატრირქმა საკვირაო ქადაგებაზე გააკეთა.

კომენტარები