კობახიძის კანონპროექტი

შავგულიძე: კობახიძის კანონპროექტი კლანს თვითნებური გადაწყვეტილებების საშუალებას აძლევს

მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის კანონპროექტი, სინამდვილეში ისევ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა წევრთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომ მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ წარადგინონ კანდიდატები და ვერავითარი გარეშე ჩარევა მათ ნებაზე ვერ ახდენს გავლენას. ეს ხელისუფლება უბრალოდ აღარაფერს არ ერიდება, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება. უიმედოდ არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვაქვს შემუშავებული, საკმაოდ რადიკალური სასამართლო რეფორმის კონცეფცია, რომელიც რა თქმა უნდა განიცდის გარკვეულ დახვეწას და დამუშავებას, ისე რომ საშველი იქნება. უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ნება, რომ ამ ქვეყანაში სამართალი მოვიდეს. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძემ თქვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, პროტესტის მიუხედავად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.

კომენტარები