მშვენიერაძე: ყველა კრიტიკოსი ხელისუფლებას არა ოპონენტად, არამედ მტრად მიაჩნია

სამწუხაროდ, ყველა კრიტიკოსი ხელისუფლებას მიაჩნია არა ოპონენტად, არამედ - მტრად. მოქმედებენ პრინციპით - "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია", ხოლო მათთვის მტრის ხატება არის ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ძალიან ცუდი, რადგანაც ასეთი დამოკიდებულებით ფაქტობრივად არ ტოვებენ სივრცეს ურთიერთთანამშრომლობისთვის

ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ყოფილი პრემიერმინისტრის, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებას, რომელმაც 14 აპრილს ტვ იმედის ეთერში თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის ინსტრუმენტები და დანამატები არიან
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები