დაიცავი საქართველო

შაქარიშვილი: კობახიძის დათვლილი პროცენტები გვახსოვს, ციფრები მისი ძლიერი მხარე არ არის

ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, ნამდვილად არ შევიდოდი. თანაც ჩვენ ვიცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური უკვე აუწიეს ერთხელ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიპით გაგრძელებული მოატყუა, მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში... ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი?-ცოტა ტვინი მიატანონ რასაც ლაპარაკობენ

ქართული ოცნებიდან და საკრებულოდან წასული ვატო შაქარიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თავისი ყოფილ თანაგუნდელების პოლიტიკური შანსები შეაფასა, რომლებიც მოძრაობაში "დაიცავი საქართველო" გაერთიანდნენ. კობახიძე ამბობს, რომ ისინი 3%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ და რომ "ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში". მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" პრეზენტაცია ფილარმონიაში 13 აპრილს შედგა. მისი ლიდერი დავით მაღრაძეა.

კომენტარები