კობახიძის კანონპროექტი

კახიძე: "ოცნებას" სურს, რომ უზენაესი სასამართლო მურუსიძის კლანს საბოლოოდ გადაუფორმოს 

ქართული ოცნება არის დღეს მურუსიძის სასამართლოს დაკანონების ეტაპზე. მათ სურთ რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადაუფორმონ მურუსიძის კლანს, რომელიც ერთგულად და მორჩილად შეასრულებს ივანიშვილის მითითებებს. ეს არის მთავარი საკითხი და ამას ცდილობს ქართული ოცნების უმრავლესობა, რომ სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო კი არ შესთავაზოს საზოგადოებას, არამედ ივანიშვილზე დამოკიდებული სასამართლო, რომელიც ნებისმიერი დაკვეთას არჩევნებთან დაკავშირებით, მედიასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით ამ დაკვეთებს შეუსრულებს

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, პროტესტის მიუხედავად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.

კომენტარები