უგულავა: მურუსიძე სასამართლოს, ჩვენი შვილების და შვილიშვილების სიმბოლოდ ვერ იქცევა

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის საკუთარი უმრავლესობაც კი დაშალოს. გაწიროს ძველი თანამებრძოლები, ოღონდ მიაღწიოს საწადელს. მაგრამ საწადელი იმდენად შეუძლებელი მისიაა, მას ფორმალურად შეუძლია ადგეს და ეს კლანი დასვას და ისინი იქნებიან სასამართლოში, მაგრამ მე აბსოლუტურად გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხალხი დიდი ხანი სასამართლოში ვერ იქნება. ის ხალხი წავა ივანიშვილთან ერთად. არავითარი უვადოდ დანიშნული მურუსიძე საქართველოს სასამართლოს და ჩვენი შვილების და შვილიშვილების სიმბოლოდ ვერ იქცევა მომდევნო 30 და შეიძლება მეტი წელი. მაგრამ აქ არის საუბარი რაზე, თქვენ ნახეთ ალბათ, რომ ივანიშვილს გაცილებით დიდი ამბიცია აქვს. მან შემოგვთავაზა საქართველოს ისტორიის გადაწერა, სადაც 9 აპრილს იყო 1 ოქტომბერი. გაუთანასწორა ისე თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში წარუმატებლობის ისტორია იყო და თითქოს ერთადერთი წარმატება არის 1 ოქტომბერი, როდესაც თვითონ მოვიდა ძალაუფლებაში. ის ურცხვად, საერთოდ არც ახსენებს ამ ისტორიულ ექსკურსში "ვარდების რევოლუციას", რომელიც იყო ფუნდამენტი, საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ლოკომოტივი და პიონერი მთელს რეგიონში ცვლილებების. ამიტომ ის აყალბებს ისტორიას და გვთავაზობს სერიალებს. მისი მაქსიმუმი გემოვნების ჩვენ უკვე ვნახეთ "ჰეროკრატიის" სახით და მისი კარის რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული და ამავე დროს გვეუბნება რომ თურმე მურუსიძე არის წმინდანი, ხოლო შალვა შავგულიძე დამნაშავე. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ტვ.პირველის გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა"
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზაალ ანდრონიკაშვილი

კომენტარები