ბიძინა ივანიშვილი

უგულავა: ივანიშვილი ფულის გარეშე არის მოლიერის "აღზევებული მდაბიო"

ამ კაცს [ბიძინა ივანიშვილს] აქვს ამბიცია, რომ საქართველოს ისტორია დაიწყოს თავისი პოლიტიკური საქმიანობისგან. ამისთვის ამ გაუბედურებულ ქვეყანაში მილიონებს ხარჯავს სერიალზე. წარმოუდგენელი რამ მოვისმინე, დადგნენ ბოდიში და ეს "გამპრავებლები" და საუბრობენ კინო ინდუსტრიის აღმავლობაზე, ჰოლივუდის, ინდოეთის და კორეის… სრული სისულელე.

ყველაზე არასწორი პოლიტიკაში არის ის რომ მოწინააღმდეგეს შესაბამისად და ზუსტად ვერ აფასებ. ამიტომ ვფიქრობ რომ ამისგან შორს ვარ. რა თქვა უნდა ფული ივანიშვილის შემთხვევაში არის ძალიან დიდი ფაქტორი, ფულის გარეშე იქნება მოლიერის "აღზევებული მდაბიო". მაგრამ, არის ის რასაც ფულითაც ვერ იყიდი. ფული ხომ არის საფუძველი, რომ ივანიშვილი არის ზღვარგადასული ყველაფერზე…. მან დაიკიდა ფეხზე თავისი გუნდელები, მან დაიკიდა ის უმრავლესობა რომელი ყავდა და მზად არის რომ ჩამოენგრეს, ოღონდ მოსამართლეები… ეს ოლიგარაქის ინსტიქტია. არსებობს მცნება და მცნების შინაარსი. ქართული ოცნების მცნებაში რა შინაარსი დევს? მათ ვერ მოახერხეს, პოზიტიური შინაარსის შეტანა იმ სახელში რაც მათ აქვთ.

ქართულმა ოცნებამ დაამარცხა წინა ხელისუფლება, წერტილი. მორჩა. ბიძინა ივანიშვილი თავის თავს მოიაზრებს… თითქოსდა გრაალის მცველს უწოდებს ფიგურალურად რომ ვთქვათ. ოღონდ იცავს იმას, რომ ჩვენ არ მოვიდეთ ხელისუფლებაში. მეტი ამოცანა არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ არავინ და არაფერი აღარ ადარდებს, ადარდებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ტვ.პირველის გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა"

კომენტარები