პარლამენტის რეგლამენტი

ბესელია: ირაკლი კობახიძეს ურჩევნია ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს

მე მაინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარე რატომ მიეჩვია რეგლამენტის დარღვევას და რატომ არღვევს ახლა 94-ე მუხლს, სადაც წერია ნათლად, რომ განცხადებებში ჩაწერილი თანმიმდევრობის დაცვა არის სავალდებულო. სადაც გოგიჩაიშვილი ჩაეწერა, იქვე ჩავეწერეთ მე და ზვიად კვაჭანტირაძე, მე მესმის, რომ ბოლო პერიოდის ტენდენციებით, რაღაც პერსონალური ისეთი ახირებები აქვს ირაკლი კობახიძეს, რომ ურჩევნია ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს, მაგრამ რეგლამენტს პატივი სცეს კეთილი ინებოს. მე მაინტერესებს რატომაა დარღვეული რეგლამენტის წესი და რატომ აძლევს თავს უფლებას პარლამენტის თავმჯდომარე, პერსონალური გადაწყვეტილებებით რეგლამენტს გადააბიჯოს, მაშინ როცა უნდა.

ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულს სხდომაზე ირაკლი კობახიძეს მიმართავს და რეგლამენტის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

კომენტარები