გოცირიძე სერიალებზე: "ოცნებას" ახალი პროგრამა აქვს - "სერიალები გადაარჩენს საქართველოს"

ქართულ ოცნებას ახალი პროგრამა აქვს: "სერიალები გადაარჩენს საქართველოს" - ანუ უნდა გადავიღოთ სერიალები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ თურმე ვცხოვრობთ ძალიან კარგად, ოღონდ ხალხს ეჩვენება, რომ ცუდად ვცხოვრობთ, მოჩვენებების განსაქარვებელი სერიალებით უნდათ ხალხის გამოფხიზლება და ხალხისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ აყვავდა ეკონომიკა ამ 7 წლის განმავლობაში.

ბატონო ნუკრი, თუ თქვენ ისტორიულ სერიალებზე ამბობთ, ვერავითარ ისტორიულ სერიალებს ვერ გადაიღებთ, ისტორიული სერიალები მოინდომეთ თქვენ, დიდგორობის გამოცხადება უქმე დღედ და სახალხო ზეიმად. ორი მოსმენით თქვენმა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ერთი თითის დაქნევით ჩაგივარდათ. თუ რატომ ჩავარდა ეს კანონი და რატომ არის ამოდებული მაგიდის ქვეშ, ამის შესახებ კორიდორში მოგახსენებთ პოლიტკორექტულობის გამო. შეეშვით ამ ისტორიულ აჩრდილებს და იფიქრეთ დღევანდელი ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დღევანდელი მდგომარეობა კი უკიდურესად სავალალოა.

ასე აფასებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ქართული ოცნების დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებას სერიალების გადაღებასთან დაკავშირებით.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები