ვენეციის კომისიის დასკვნა

კახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამას ჰქვია კანონპროექტის თავზე გადახევა

ახლა უკვე გასაგებია, რატომ ჩაატარა იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენა ვენეციის კომისიის დასკვნამდე.

ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა, რომ:

1. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს საზოგადოების ნდობა და საქართველოს მოქმედმა პარლამენტმა არ უნდა დააკომპლექტოს სრულად უზენაესი სასამართლო.

შესაბამისად, მოსამართლეთა მინიმუმ ნახევარი შემდეგმა პარლამენტმა უნდა გაამწესოს უზენაეს სასამართლოში;

2. საბჭომ სია კი არ უნდა გადმოუგდოს პარლამენტს კულუარული შეთანხმების საფუძველზე და ფარული კენჭისყრით, არამედ ქულებით უნდა შეაფასონ კანდიდატები და წარდგენის გადაწყვეტილება დაასაბუთონ;

3. საბჭოს მიერ ჩატარებული დისკრედიტირებული საკვალიფიკაციო გამოცდა არ უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი;

4. საბჭოს წევრები, რომლებსაც თან მოსამართლეობა უნდათ, არ უნდა მონაწილეობდნენ კანდიდატთა შერჩევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის გამო.

----------------------------

ამას ჰქვია კანონპროექტის თავზე გადახევა.

ახლა ველოდები ქართული ოცნებისგან, როგორ გახდება ვენეციის კომისია პოლიტიკურად მოტივირებული, ოპოზიციურად განწყობილი, ძირის გამომთხრელი და შეცდომაში შეყვანილი.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვენეციის კომისია აკრიტიკებს.

კომენტარები