ვენეციის კომისიის დასკვნა

ვოლსკი: ვენეციის კომისიის რომელი რჩევები გაითვალისწინეს ახლა რომ გვაკრიტიკებენ იმ ხალხმა

ვენეციის კომისიის რომელი რჩევები გაითვალისწინეს ახლა, რომ გვაკრიტიკებენ იმ ხალხმა? თუნდაც კონსტიტუციის შედგენის დროს სააკაშვილზე რომ ჩამოარიგეს ყველაფერი. მაშინაც იყო ვენეციის კომისია და მაშინაც მას დაარქვეს პოლიტიკურად გამიჯნული. მაგრამ რეალურად მაშინ საქმიანი იყო. ახლა აქვს ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული პოლიტიკური შეფერილობა, იმიტომ რომ თემა გასულია, სამართლებრივი ჩარჩოდან და არის რეკომენდაცია. ისინი ლაპარაკობენ საქმიანი ტექსტით, ცდილობენ როგორმე საქმიანი წინადადებები ჩადონ, ჩვენ აქ საქართველოშ ვცდილობთ, როგორმე სპეკულაცია გამოვიყვანოთ აქედან, პოლიტიკური. იმათ გარკვეული მოსაზრება აქვთ, რომ ურთიერთნდობა, რომ იყოსო თქვენშიო, შიგნითო, ჩვენი ნდობა კი არაო თქვენდამიო, იქნებ ასე აჯობოსო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ვენეციის დასკვნის შესახებ ტვ პირველის ეთერში. ვენეციის კომისია უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე კრიტიკულად აფასებს.

კომენტარები