ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

ნაცვლიშვილი: ვენეციის კომისია ამბობს: გადააგდეთ ეს პროექტი სანაგვეზე და თავიდან დაწერეთ

ვენეციის კომისიამ გამოგზავნა დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, რომელიც პრაქტიკულად ამბობს: გადააგდეთ ეს პროექტი სანაგვეზე და თავიდან დაწერეთო.
ანუ ის თქვა, რასაც ჩვენ ორი თვეა ვიძახდით. 
მადლობა მათ ჩვეული კომპეტენტურობის, პირუთვნელობის და უჩვეულოდ სწრაფი პასუხისთვის.
საკუთარ ხალხს რომ არ მოუსმენ - გარეთ მოგეჭრება თავი! მერამდენედ?!

ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი Facebook-ზე წერს. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვენეციის კომისია აკრიტიკებს.

კომენტარები