სიძულვილის ენა

უგულავა გვარამიას: არჩევანი არ დაგიტოვეს, წინ ახალი სიმაღლეებისკენ

თევზი თავიდან ლპება. სიძულვილის ენა ქართულ ღია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა დანერგა. ოცნების ხელში მთელი სახელწიფო აპარატი ბოღმისა და გესლის აგრეგატად იქცა. სამწუხაროდ უკანმობრუნებულმა ტალღამ ქართული ოცნება გამოფხიზლების ნაცვლად, უფრო ღრმა მარაზმში შეიყვანა. დაიწყეს "ბილწსიტყვაობის" ანონიმური კოლექტიური წერილებით, საჯარო დაგმობებით, უკუგინებით "განკურნების" კამპანია. საუკეთესო საბჭოთა ტრადიციით ადრესატი თითქოს აბსტრაქტულია, როგორც კოლმეურნეობის თავმჯდომარე. სინამდვილეში, ყველასთვის ცხადია - ივანიშვილს რუსთავი 2 და ნიკა გვარამია ჰყავს ყელში გაჩხერილი.

დღეს ბატონი ხუნდაძეც საჯარო მუქარაზეც გადავიდა. ითმინეთ ძვირფასო ხელისუფლებავ! ითმინეთ და იცოდეთ დღეიდან ყოველი სიო, რომელიც სახურავიდან აგურს ჩამოაგდებს, ან მანქანა რომელიც შემთხვევით დაეჯახება ან ნებისმიერი ფატალურთან ოდნავ ახლო შემთხვევითობა, თქვენს კისერზე იქნება. პასუხად კი კბილის წილ კბილს, თვალის წილ თვალს მიიღებთ. Nika Gvaramia - იცი მე დიდად არ ვარ ღია ეთერში გინების მომხრე, მაგრამ ამ ბრიყვებმა არჩევანიც არ დაგიტოვეს. ასე რომ წინ ახალი სიმაღლეებისკენ.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, სადაც იგი სიძულვილის ენაზე საუბრობს. დეპუტატის შეფასებით, ბოლო პერიოდში სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა ყველასთვის თვალში საცემია.

კომენტარები