ბესელია-კობახიძის დაპირისპირება

კობახიძე: ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია

ის [ეკა ბესელია] რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია. არ მინდა პოლემიკაში შესვლა. ის რთულ მდგომარეობაშია, ეს რეალური მოცემულობაა. თავის ემოციურ მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე. თავად ნახეთ, როგორ იქცეოდა დღესაც. სამწუხაროდ, მისი ქცევა არაეთიკურია უკვე დიდი ხანია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა სადაც იყო 

ასე უპასუხა პარლამენტის თანმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც თქვა, რომ აგროვებს კობახიძის დარღვევებს, რადგან მისი იმპოჩმენტის საკითხი დააყენოს.

კომენტარები