ბესელია ოცნებას: გვარებს, ვინც ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტს აძლევს ხმას, ინახავს ისტორია

მე მინდა მივმართო უმრავლესობის წევრებს და უმრავლესობისგან იმ წევრებს, რომლებიც შინაგანად ახლა წუხან ამ კანონის გამო და არ მივმართავ იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ვიცი წინასწარვე, რომ არ არის წინააღდეგობის გამწევი ამ კანონპროექტის გამო. მე მათ მინდა ვუთხრა, ასეთ გვარებს, ვინც ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტს ხმას აძლევს კოლეგებო, ინახავს ისტორია. ამათ სათითაოდ გადაამოწმებს, თქვენი შვილების თაობა. მე 20 წელია სასამართლოსთან მაქვს შეხება, 20 წელია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბევრი რამე გამიკეთებია, ახლა რასაც ვაკეთებ მგონია ეს ერთერთი ნაბიჯია, არაფერი განსხვავებული იმისგან, რაც წინა წლებშიც მიკეთებია, მაგრამ მე მგონია, რომ სულ მცირე პრინციპულობა არის საჭირო იმისთვის, რომ შეხედოთ რეალობას და დაინახოთ, რომ ამ კანონპროექტს ინიციატორების გარდა მხარს უჭერს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესი წევრი. მხარს უჭერს მხოლოდ ის ჯგუფი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ყველა პროგრესულ და საღ აზრს. თვენს გვერდით დგანან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც წარსულის ძალადობრივ რეჟიმს ამაგრებდა. ყველა გიპირისპირდებათ ამ კანონპროექტის გამო, მთელი საზოგადოება. რაც გინდათ ის დაიბრალეთ, მე არ მაინტერესებს ვინ რას იბრალებს, მე მაინტერესებს, შედეგი, თუ რამის გამბედაობა გაქვთ აქ გამოჩნდება თქვენი პოზიციები. ყველაფერი იზომება ნაბიჯებით და არა სიტყვებით. არ გირჩევთ თქვენი კომფორტის გამო მისცემთ ხმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ნებას. 

ეკა ბესელია მიმართავს ოცნების დეპუტატებს მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტისთვის კენჭისყრის წინ.

კომენტარები