საგალობლები სკოლაში

ბახტაძე სკოლებში საგალობლების სწავლებაზე: ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, პოლიფონია და საგალობლები, ბუნებრივია, ამის ნაწილია. რა თქმა უნდა, აქ, ჩემი აზრით, შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი: ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. მინდა გითხრათ, რომ უკვე ოცი სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს და კიდევ 6-ის გახსნას ვაპირებთ. დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სკოლებში სავალდებულო გახდეს საგალობლების სწავლება

კომენტარები