ვითარება პანკისში

უგულავა პანკისზე: რასაც ვხედავთ სახელმწიფოებრიობის ეროზიის მკაფიო და სახიფათო ნიშანია

„აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები. ამას ჯანსაღი აზრი, მათ შორის საკუთარი გამოცდილება, მალაპარაკებს. ჰესის აშენება არ აშენება აქ უკვე მეორეხარისხოვანია. პანკისში ივანიშვილმა გეგმაზომიერად ქნა ყველაფერი, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა აღარ ყოფილიყო ფაქტორი - არც მორალური და არც უსაფრთხოების კუთხით. ახლა ეს ყველაფერი სასოწარკვეთილ ადამიანთა ჯანყს გავს, რასაც ძალით ვერ ჩაახშობ.
პოლიციისთვის ქვების სროლა ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა ამ მოწოდებასაც არ აქვს აზრი. რასაც ვხედავთ სახელმწიფოებრიობის ეროზიის მკაფიო და ძალიან სახიფათო ნიშანია. ეს ის სიტუაციაა,
სადაც მთავრობის "ლეგიტიმური ძალა" ყველა შემთხვევაში ძალადობაა საკუთარი ხალხის მიმართ, რადგან ქვეყანაში ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების საზოგადოებრივი
ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა დგას. დალპა ქვეყანა და გამოსავალი ერთია - ივანიშვილის და ოცნების წასვლა! ჩემო პანკისელებო ამ ბრძოლას მხოლოდ სიმშვიდით მოვიგებთ. პოლიციასთან დაპირისპირება ხელისუფლებას მეტი ძალადობისკენ და თქვენს დემონიზაციისკენ უბიძგებს. ამიტომ სიმშვიდე უნდა იყოს დღეს ჩვენი ბრძოლის იარაღი

. ევროპული საქართველოს ლიდერი პანკისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. პანკისის ხეობაში ვითარება დაძაბულია. პოლიცია რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ადგილობრივები პოლიციელბს ქვებს ესვრიან.

კომენტარები