ჰესის მშენებლობა პანკისში

გახარია: ყველა, ვინც პოლიციელზე თავდასხმა გაბედა, იდენტიფიცირებული და დასჯილი იქნება

აქ გვყავს ჩვენ 34 დაზარალებული პოლიციის თანამშრომელი. ძირითადად ეს გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ეს განცხადება თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაზარალებულების მპონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. პანკისში მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. მოსახლეობა და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდა, ადგილობრივები კი პოლიციელებს ქვებს უშენდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, რომელმაც მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ ჰესი იქამდე არ აშენდება, სანამ 90%-იანი მხარდაჭერა არ ექნება.

კომენტარები