უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

სააკაშვილი ზელენსკის გამარჯვებაზე: ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია

დღეს ერთადერთი რამ თქვა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ - გზავნილი პოსტსაბჭოთა ხალხს და საქართველოც ამაში შედის. "მეგობრებო, ჩემი გამარჯვება მეტყველებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია". ეს ნიშნავს იმას, რომ არ არის არაფერი მოჯადოებული წრე. ამათ ბოტებსაც გავარღვევთ, ამათ ნეგატივსაც გავარღვევთ. საქართველოს აქვს დიდი მომავალი, მაგრამ ახლა საქართველო გადასარჩენია. ჩვენ 15 წლის ბავშვები გვიკვდება შიმშილით. მოდით, ყველამ ერთად გადავარჩინოთ საქართველო. ყველა ერთად თუ გავერთიანდებით, ერთს დავიძახებთ და ივანიშვილის ბუნდღა აღარ იქნება. უკრაინა ძალიან დიდ იმედს მაძლევს

ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რუსთავი 2-თან ჩართვისას ისაუბრა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებით, 73%-ით ვოლოდიმირ ზელენსკი ლიდერობს.

კომენტარები