ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სამადაშვილი: ივანიშვილს ის დაამარცხებს, ვისაც მხოლოდ ძალაუფლების ჟინი კი არა, იდეა ექნება

ზელენსკის არჩევა კიდევ ერთი შეხსენებაა - პროფესია "პოლიტიკოსი" არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პოლიტიკური იდეა, რომელსაც ან გაყვება ხალხი, ან - არა. ივანიშვილსაც ის დაამარცხებს, ვისაც რეალური პოლიტიკური იდეა ექნება, არა მხოლოდ ძალაუფლების დაპატრონების დაუძლეველი ჟინი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი Faceebok-ზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 73%-ით უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია.

კომენტარები