ჰესის აშენება პანკისის ხეობაში

ოხანაშვილი: ტყუილია, რომ სპეცრაზმი წინასწარ მივიდა პანკისში, იქ 35 ადგილობრივი პოლიციელი იყო

არასწორი და ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სპეცრაზმი იყო წინაწარ მობილიზებული. ეს არის არასწორი ინფორმაცია. დაახლოებით 35 პოლიციელი იყო, ისიც ადგილობრივი მხოლოდ და ჩვენ ყველამ ვიხილეთ თუ როგორი შეტევა განხორციელდა პოლიციის მიმართ, პოლიციის თანაშრომლების მიმართ. პირდაპირ ჩვენ ვიხილეთ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები. მე წინასწარ არ მინდა შევაფასო კონკრეტული ადამიანების დანაშაული, ვინაიდან ეს არის კონკრეტული საგამოძიებო ორგანოს კომპეტენცია. თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას ის, რომ დაუშვებელია ადამიანებზე, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს, ჯანმრთელობა და უსაფრთხოებას, ზეგავლენა, ზემოქმედება, ძალადობა. ეს არის კანონდარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ანრი ოხანაშვილი პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა.

კომენტარები