სამადაშვილი პანკისზე: პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას

ჩვენ პანკისის ხეობაში გუშინ ვნახეთ ერთის მხრივ დაშავებული სამართლდამცავები, მეორეს მხრივ დაშავებული ადგილობრივი მოსახლეობა და მესამე - აღმოჩნდა, რომ ჰესის მშენებლობა ვერ გაგრძელდება. ამიტომ, ჩემთვის საინტერესოა და ამ შეკითხვის დასმას ვაპირებ - კონკრეტულად რა ამოცანას ისახავდა მიზნად ხელისუფლება სპეცოპერაციის დაგეგმვის დროს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ერთის მხრივ ვერ შეძლო ამ ჰესთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება იმგვარად, რომ არ შექმნილიყო ეს პრობლემა და მეორე - მე ვფქრობ, რომ ის, რაც მოხდა, ზოგადად ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ნდობის ჩატეხილი ხიდის გამოხატულებაა, რაშიც საკუთარი წვლილი, ჩემი ღრმა რწმენით, შეიტანა თემირლან მაჩალიკაშვილის დღემდე გამოუძიებელმა მკვლელობამაც.

[...] საერთოდ არ მესმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედების ამოცანა რა იყო, რის განხორციელებას ცდილობდნენ ისინი. გამოვიდა მოსახლეობა პროტესტის ორგანიზებისთვის, რის გაკეთებას ცდილობდა პოლიცია, რომელიც იქ მივიდა? ჩემთვის ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო, როცა ფორმიან ადამიანებს თავს ესხმოდნენ. მაგრამ ეს ფორმიანი ადამიანები ვინც გააგზავნა, რა მისიით გააგზავნა, ეს არის საინტერესო. ჰესის მშენებლობა კერძო კომპანიის საქმეა, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან უნდა მოეგვარებინა ურთიერთობები იმგვარად, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო ამ პროექტის მხარდაჭერა. რა შუაშია პოლიცია და სამართალდამცავები, ვინემ ამიხსნას.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძროაბიდან", სალომე სამადაშვილი, პანკისში 21 აპრილს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები