დაპირისპირება პანკისის ხეობაში

უსუფაშვილი: გუშინ პანკისში აიღეს ჯოხები და ქვები, ზეგ შეიძლება სხვაგან მოხდეს ეს

ვუახლოვდებით სახელისუფლებო ვაკუუმს, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა, პანკისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის. გუშინ არ არსებობდა არცერთი გონივრული არგუმენტი სპეცრაზმისა და სპეცტექნიკის შეყვანის რეგიონში. ვინ მიიღო ეს უგუნური გადაწყვეტილება, ამ დონის არაკვალიფიციური ადამიანები წყვეტენ სახელმწიფოს საქმეებს. მართლმსაჯულების სფეროში განვითარებული მოვლენები ეს პირდაპირი წყაროა იმისა, რომ გუშინ პანკისში აიღეს ჯოხები და ქვები, ზეგ შეიძლება სხვაგან მოხდეს ეს, თუ გონს არ მოეგება ხელისუფლება. ამიტომ პასუხისმგებელი არის სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდი და მთავრობა, რომელიც ასეთ უგუნურ ნაბიჯებს დგამს და პატარა პრობლემის მოგვარებისას ქმნის უზარმაზარ პრობლემას.

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ.

კომენტარები