ჰესის აშენება პანკისის ხეობაში

სესიაშვილი: ოპოზიცია გვესაუბრება სპეცრაზმზე, თვითონ ცეცხლით და მახვილით შედიოდნენ ოჯახებში

ხელისუფლებისკენ კი არ უნდა გამოიშვიროს ვინმემ ხელი... ოღონდ პოლიტიკური ქულები დააგროვონ, ყველაფერზე წამსვლელები არიან ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ. მათ შორის, რა მესმის - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" აკეთებს განცხადებებს, რას შვრებით, პანკისში როგორ შეიძლებოდა სპეცრაზმის აყვანაო, როცა ისინი ცეცხლითა და მახვილით ოჯახებში შედიოდნენ და აწიოკებდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ირაკლი სესიაშვილი პალიტრანიუსის ეთერში პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა.

კომენტარები