დაპირისპირება პანკისში

ხიდაშელი პანკისზე: რატომ აიტკიებდა თავს ხელისუფლება, ვინმეს კერძო ინტერესი რომ არ ყოფილიყო

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვაში უდგება კომპანიას, ანუ ერთი მინისტრი მეორე მინისტრს ეუბნება, რომ საფრთხე ისეთი დიდია, რომ პოლიცია უნდა გამაყოლო, თორემ ისე ვერ ვაკეთებო, ამ დროს არანაირი სხვა კომუნიკაცია აღარ არის სუს-თან, ვინმე სხვა ჭკვიან კაცთან, რომ არიქა, რა ვქნათ, რამე კიდევ სხვა ამბავი ხომ არ გვჭირდება, ხომ არ გავაჩეროთ, ტრაგედია ეს არის. აქ კიდევ მესამე კითხვა ჩნდება ლოგიკურად. რატომ აიტკიებდა ასე თავს ხელისუფლება, ვინმეს კერძო ინტერესი რომ არ ყოფილიყო, ვინც ხელისუფლებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. მაგალითად X კომპანიამ რომ მიმართოს უწყებას პოლიცია გამაყოლეთო, გააყოლებენ? რა თქმა უნდა არა და სწორიც იქნებიან. როდესაც ასეთი მასშტაბის ოპერაცია ხორციელდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვისი ინტერესია ამ ყველაფრის უკან

ამის შესახებ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პანკისის მოვლენების შეფასებისას თქვა. 

კომენტარები